ციციშვილი ივანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ციციშვილი ივანე დავითის ძე (11.XI.1865 - ?) - გენერალი.
სარჩევი |
სამხედრო მოღვაწეობა
დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1892). პორუჩიკი (1896). შტაბსკაპიტანი (1900). კაპიტანი (1904). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. პოდპოლკოვნიკი (1914). პოლკოვნიკი (1916 წარჩინებისთვის). მსროლელთა 45-ე პოლკის უფროსი. გენერალ-მაიორი (1917).
ჯილდოები
- წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი,
- წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენი,
- წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი.
- იარაღი.
1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. სომხეთთან ომში (1918) მეთაურობდა სამხედრო შენაერთებს ვორონცოვკის მიმართულებაზე.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015;
- Русская армия в Великой войне
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი