ჭაბუკიანი პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე ჭაბუკიანი

ჭაბუკიანი პეტრე ივანეს ძე (დ. - 5.VII.1889, ქუთაისი - გ. - 1982) - 1918-1921 წლებში პედაგოგიურ სარბიელზე მოღვაწეობდა შემდეგში ცნობილი მხარეთმცოდნე, გეოგრაფი, სათაფლიის მღვიმის აღმომჩენი და მუზეუმის გამგე პეტრე ჭაბუკიანი.

ხაშურის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიებში 1919 წლის სექტემბერში ის გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა. მის შესახებ გიმნაზიის დირექტორი შ. მხეიძე წერდა: „პეტრე ჭაბუკიანი არის მეტად ბეჯითი და შესაფერისად მომზადებული მასწავლებელი: ის სახელოვნად შრომობს ხაშურის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების მოზარდ თაობის სწავლა-განათლების საქმისათვის“. პეტრე ჭაბუკიანი დერპტის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ I მსოფლიო ომში გაიწვიეს, სადაც ტყვედ ჩავარდა და განათლების ცენზის აღმნიშვნელი საბუთები დაკარგა, რის გამოც მას დაბრკოლებები შეექმნა პედაგოგის შტატში ჩარიცხვისას. თუმცა განათლების სამინისტრომ მხედველობაში მიიღო მისი წერილობითი განცხადება ამის თაობაზე და მასწავლებლის სრული განაკვეთი მისცა. დასაფლავებულია სათაფლიის ნაკრძალში.

დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

სცსა, ფ. 1935, აღწ. 2, საქ. 1539.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები