ამირეჯიბი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:11, 8 იანვარი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამირეჯიბი გიორგი სარდიონის ძე - (1880 - 25.I.1919) - გენერალი. სამხედრო განათლება მიიღო სანკტ-პეტერბურგში. იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1918-1919 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. მონაწილეობდა აფხაზეთში და შავიზღვისპირეთში გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში. ტუაფსეს აღებისთვის მიენიჭა გენერლობა (1918). გარდაიცვალა ავადმყოფობის შედეგად.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი