ჰაზირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრამოვი აბრამ - ჰაზირა (1841, შულავერი - 12.I.1922, თბილისიაშ) - აშუღი, დაირის დაკვრის ოსტატი, თბილისელი მგოსანი. შესვენებების დროს თეატრალურ წარმოდგენებზე უკრავდა და მღეროდა პიესების შესაბამის ლექსებს, ამით მაყურებელზე ზეგავლენას ახდენდა.

1918-1921 პრესაში მისი არაერთი ფოტო და ლექსი დაიბეჭდა. პერიოდულად იმართებოდა მისი საღამოები. 24.V.1920 მუშათა ცენტრალურ კლუბში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს. საღამოზე სიტყვა წარმოთქვეს თუმანიანცმა და მხატვარმა ბაშინჯაღიანმა. მისი პოეზიისათვის სოციალური და პატრიოტული მოტივები იყო დამახასიათებელი. ჰაზირას ცნობილი სიმღერააა: „აღსდექ, თამარ დედოფალო, შენთვის ტირის საქართველო“, „სადაც არის გათენდება, აღსდექ, მუშავ, შენ!“ და სხვ.


ლიტერატურა

ჟურ. თეატრი და ცხოვრება, 1920, №4, გაზ. 11 „სახალხო საქმე“, 1920, №832.

სალომე ჭანტურიძე, ნანა ყიფიანი


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები