ჭაყრანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭაყრან-ი / ჭაყ-ი (აღულ. ЧIакьран / чIакь) – დაღესტნური (აღულური) საწესო საკვები; მზადდებოდა „საახალწლო ცეცხლის" („ერენ წა“) დღესასწაულზე, როდესაც აუცილებლად შვიდი კერძი უნდა ჰქონოდათ; მათგან ძირითადი იყო ხორბლისა, სიმინდისა და ლობიოსგან მომზადებული წვნიანი ჭაყრანი, რომელსაც საქონლის (ცხვრის ან ძროხის) ფეხებსა და ყბას ამატებდნენ.
ლიტერატურა
Сефербеков Р. Из мифологии агулов: реконструкция образов пантеона и пандемониума // Вестник Института истории, археологии и этнографии. Махачкала. 2014, № 3.