საინჟინრო-რადიოელექტრონული უზრუნველყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:09, 22 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საინჟინრო-რადიოელექტრონული უზრუნველყოფა – იმ რადიოელექტრონული საშუალებების მდგრადი მუშაობის ხელშემწყობი ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც წარმოადგენენ როგორც დამოუკიდებლად მოქმედი სამხედრო ტექნიკის ნიმუშებს, ისე საბრძოლო საშუალებების, შეიარაღების კომპლექსების და სისტემების შემადგენელ ნაწილებს; საარტილერიო-ტექნიკური უზრუნველყოფის შემადგენელი ნაწილი.
საინჟინრო-რადიოელექტრონული უზრუნველყოფა მოიცავს: ჯარების (ძალების) შეიარაღებაში შემოსული რადიოელექტრონული საშუალებების ამოქმედებას, მათი ექსპლუატაციისა და მოვლა–შენახვის ორგანიზაციას. სრულდება, ჯარების ძალებით და საშუალებებით, ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილებით და დაწესებულებებით აგრეთვე ლოგისტიკის ძალებით და საშუალებებით.