გრიგოლ ბაკურიანის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ ბაკურიანის ძე - (გ. 1086), XI საუკუნის ბიზანტიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ეროვნებით ქართველი, ერისთავთ-ერისთავ ბაკურიანის ძე.

წარმოშობით გრიგოლ ბაკურიანის ძე იმიერტაოდან იყო, რომელიც XI საუკუნის დიდ მონაკვეთზე ბიზანტიის შემადგენლობაში შედიოდა. ბიზანტიის არმიაში მსახურობდა დაახლოებით 1060 წლიდან და მაღალ მდგომარეობას მიაღწია. იყო იმპერიის ჯერ აღმოსავლეთის, ხოლო შემდეგ დასავლეთის დიდი დომესტიკოსი (მთავარსარდალი).

თურქ-სელჩუკთა შემოსევების დროს, 1072-73 წლებში, გრიგოლ ბაკურიანის ძემ საქართველოს მეფეს გიორგი II-ს გადასცა ციხე-ქალაქი კარი მისი მიმდებარე ქვეყნით.

1081 წელს გრიგოლ ბაკურიანის ძემ აქტიური ხელშეწყობით ბიზანტიის იმპერიის ტახტზე ავიდა ალექსი I კომნენოსი. გრიგოლ ბაკურიანის ძემ თავი გამოიჩინა აგრეთვე ნორმანებთან ბრძოლაში.

1083 წელს მან პეტრიწონში (ახლანდელი ბაჩკოვო, ბულგარეთი) დააარსა ქართული მონასტერი, რომელსაც დიდძალი ქონება შესწირა. პეტრიწონის მონასტერი მალე გადაიქცა უცხოეთში ქართული კულტურის ერთერთ უმნიშვნელოვანეს კერად.გრიგოლ ბაკურიანის ძე დაიღუპა პაჭანიკებთან ბრძოლაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები