გალავანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 20 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გალავანი – ძვ. ქალაქის, ციხის, არქიტექტურული კომპლექსის ირგვლივ შემოვლებული ქვის ან აგურის კედელი, რომელსაც თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.
გალავანის სისტემაში ჩართული იყო სხვადასხვა სახის საფორტიფიკაციო ელემენტები: საბრძოლო კოშკები, ქონგურები, სალოდეები, შესასვლელი კარიბჭეები. გალავანში კარიბჭეები, ჩვეულებრივ, იმ ადგილებში ეწყობოდა, სადაც ქალაქში საქარავნო თუ სხვა გზები შედიოდა.
თავდაცვითი ნაგებობა XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში
ჩვეულებრივ, გეგმით კვადრატული ან სწორკუთხა, კედელშემოვლებული ეზო, რომელსაც ჰქონდა ფართო ჭიშკარი და კოშკები. მტრის შემოსევის დროს გალავანს თავს აფარებდა სოფლის ან კუთხის მთელი მოსახლეობა საქონლიანად.