პიროვნული აშლილობა აფექტური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:06, 8 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნების აშლილობა, აფექტური - (F34.0), (personality disorder, affective), მთელი ცხოვრების მანძილზე გარკვეული მკვეთრად გამოხატული ემოციური ფონის სიჭარბე. რომელიც შესაძლოა იყოს მყარად დეპრესიული ან მყარად ამაღლებული, ან ენაცვლებოდეს ერთმანეთს.

გუნებ-განწყობის ამაღლების პერიოდში აღინიშნება ურყევი ოპტიმიზმი, ცხოვრების ან სხვა საქმიანობისადმი ამაღლებული ინტერესი, დეპრესიის პერიოდებში კი გამოხატულია ღელვა, პესიმიზმი, ენერგოპოტენციალის დაწევა, ამაოების შეგრძნება, ასეთი ინდივიდები აფექტური აშლილობებისადმი მიდრეკილნი არიან, მაგრამ ისინი ყოველთვის არ უვითარდებათ. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

პიროვნული აშლილობის ეს ტიპები მრავალი წლის წინ აღწერეს და მათი ამოცნობა კლინიკურ პრაქტიკაში ადვილად ხდება, თუმცა ისინი არ არის შეტანილი DSM-IV-სა და ICD-10 კლასიფიკაციებში. ამის მიზეზი ის არის, რომ ორივე სისტემაში ეს აშლილობები კლასიფიცირებულია, როგორც გუნება-განწყობის აშლილობა და არა როგორც პიროვნული აშლილობა. ICD-10-ში ისინი კლასიფიცირებულია, როგორც „გუნება-განწყობის (აფექტური) პერსისტენტული მდგომარეობები „ (ციკლოთიმია ან დისთიმია) და როგორც ციკლოთიმია ან დისთიმია DSM-IV-ში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები