დისთიმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დისთიმია - (F34.1), (dysthymia), განმარტების მიხედვით, დისთიმია არის ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული აფექტური აშლილობა, რომლის დროსაც, მოსახლეობაზე ჩატარებული კვლევების თანახმად, სპონტანური გამოჯანმრთელების შემთხვევები იშვიათია. დისთიმიის მქონე ზოგიერთ პაციენტს სიცოცხლის მანძილზე შეიძლება დიდი დეპრესია (ე.წ. ორმაგი დეპრესია) განუვითარდს, ან დიდი დეპრესიის მქონე პირებს - დისთიმია. მანიაკალური ეპიზოდები იშვიათიად ვითარდება. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

აშლილობა, ხასიათდება გუნებ-განწყობის ქრონიკული დათრგუნვით (დეპრესიით), რაც რამდენიმე წელი გრძელდება, მაგრამ მისი გამოხატულების ხარისხი და ცალკეული ეპიზოდების ხანგრძლივობა არ არის საკმარისი, რომ დაისვას რეკურენტული დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი.

პათოფსიქოლოგიაში ტერმინი გამოიყენება ნევროტიზმის მაღალი დონის მქონე ინტროვერსიულ პირებში გამოვლენილი აფექტური და ობსესიური სიმპტომების ჯგუფის აღსანიშნავად. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები