დემენცია პარკინსონის დაავადების დროს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:14, 13 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დემენცია, პარკინსონის დაავადების დროს - (F02.3) (dementia in Parkinson disease) დემენციისა და პარკინსონის იდიოპათიური დაავადების შერწყმა. ჩვეულებრივ აღინიშნება პარკინსონის დაავადების მიმდინარეობის მოგვიანებით, მძიმე სტადიაში. ამ შერწყმის რეალური სიხშირე შესაძლოა აღემატებოდეს მოსალოდნელ სიხშირეს პარკინსონის დაავადების თანაარსებობისა როგორც ალცჰაიმერის დაავადებასთან, ასევე სისხლძარღვოვან დემენციასთან, მაგრამ დღემდე არ არის გამოვლენილი ის სპეციფიკური ნიშნები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს აღნიშნული მდგომარეობის დიფერენცირება მოვახდინოთ ზემოაღნიშნული გავრცელებული მადემენტირებელი პროცესებისაგან.

დემენცია პარკინსონის დაავადების დროს უნდა გავარჩიოთ ფსიქიკური აკინეზიისაგან (კოგნიტიური აქტივობის შენელება) და დეპრესიისაგან, რომლებიც თავს იჩენენ პარკინსონის დაავადების სტრუქტურაში.

სინონიმი

  • დემენცია „მოკანკალე დამბლისას“ (paralysis agitans)
  • დემენცია პარკინსონიზმისას
  • პარკინსონული დემენციის სინდრომი



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები