თრაეტონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თრაეტონა – (ირან.) გმირი, მან ორთაბრძოლაში გამოიწვია სასტიკი ურჩხული აჟი დაჰაკა, ირანელი ხალხის ისტორიული მტრის განსახიერება, დაამარცხა და დემავენდის მთაზე მიაჯაჭვა. ფირდოუსის შაჰნამეში მისი სახელი ფერიდუნია (იგივე ფრიდონი).