აჟიდაჰაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჟიდაჰაკა(ირან.) ექვსთავიან და შვიდთვალება კაციჭამია ურჩხულად ქცეული ადამიანური არსება, რომელმაც ძალადობით დაიპყრო ირანი. იგი თრაეტონამ დაამარცხა და ბოლო მოუღო მის ბატონობას – დემავენდის ცეცხლისმფრქვეველ მთაზე მიაჯაჭვა. თუმცა მისი მარცხი საბოლოო არ არის: როცა ქვეყნის დასასრული მოაწევს, აჟიდაჰაკა თავს აიშვებს და ცოტა ხნით კიდევ გაბატონდება, რათა მერე სამუდამოდ იძლიოს სხვა ირანელი გმირის ქერსასფის ხელით.

ფირდოუსის „შაჰნამეში“ იგი, ზაჰაქის სახელით, ირანელი ხალხის მტრის, არაბის განსახიერებაა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები