სამთა კავშირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:44, 22 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამთა კავშირი – სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და იტალია. ჩამოყალიბდა 1879-82 წლებში. მის საპირწონედ 1904-07 წლებში შეიქმნა ანტანტა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუსეთის შემადგენლობით.
სამთა კავშირი დაიშალა 1915 წელს, როდესაც იტალია I მსოფლიო ომში ჩაება ანტანტის მხარეზე.