ვაჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაჩი – (ინდ.) „სიტყვა“, ინდურ მითოლოგიაში მეტყველების ქალღმერთი, თავად სიტყვის განსახიერება. ის ცხოვრობს ცაშიც და მიწაზეც, მაგრამ ცაზეც მაღალია და მიწაზეც ვრცელი. ის წყლებშიც არის, ქრის როგორც ქარი, მოიცავს მთელ სამყაროს. ჭექა-ქუხილი ვაჩის ხმაა. ვაჩია, რომ იწვევს ადამიანებში კამათის სურვილს და ანიჭებს მჭევრმეტყველების უნარს. თავის მოყვარულთ და მორჩილად მსმენელთ იგი ბრძენებად, ბრაჰმანებად და რიშიებად ხდის.