ლუარსაბ I
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:36, 20 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლუარსაბ I – (გ. 1556), ქართლის მეფე 1527-56 წლებში. დავით X-ის ძე. მეომარი და მხედართმთავარი.
1522 წელს თავი გამოიჩინა ირანელებთან ბრძოლაში. ლუარსაბ I ცდილობდა ირანის და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ ქართლის სამეფო და სამთავროების ძალების გაერთიანებას.
1545 წელს დაეხმარა იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს ოსმალებთან ომში ( სოხოისტას ბრძოლა). წინააღმდეგობა გაუწია ირანის შაჰის თამაზ I-ის ლაშქრობებს ქართლის სამეფოში (1541, 1547, 1551, 1554). არ ცნო ირან-ოსმალეთის 1555 წლის ამასიის ზავი, რომლის ძალით აღმოსავლეთ საქართველო ირანის, ხოლო დასავლეთ საქართველო – ოსმალეთის სამფლობელოდ გამოცხადდა.
1556 წელს დაიღუპა გარისის ბრძოლაში.