ასურეთის სამეფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასურეთი – ძველი მონათმფლობელური სახელმწიფო თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე.

ასურეთის მეფეები აწარმოებდნენ ფართომასშტაბიან დაპყრობით ომებს. ასურეთმა ძლიერების მწვერვალს მიაღწია ძვ.წ. IX–VII საუკუნეების I ნახევარში, როდესაც მისი საზღვრები ირანიდან ხმელთაშუა ზღვამდე და ეგვიპტემდე იყო გადაჭიმული. ასურელი დამპყრობლების აგრესიული და უკიდურესად სასტიკი პოლიტიკა მეზობელი ხალხების წინააღმდეგობას იწვევდა.

VIII საუკუნის ბოლოდან ანტიასურული კოალიციები ჩამოყალიბდა. ხანგრძლივი ომების შედეგად ძვ.წ. 605 წელს ასურეთი გაანადგურეს მიდიისა და ბაბილონის სამეფოებმა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები