ტუვალუ
ტუვალუ - (Tuvalu), სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში. უჭირავს 9 მარჯნის კუნძული (ატოლი).
ფართობი - 26 კმ2.
მოსახლეობა - 12 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. ფუნაფუტი.
ადმინისტრაციულად იყოფა 8 მუდმივ დასახლებულ კუნძულად. ტუვალუ დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრია. სახელმწიფოს მეთაურია ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით. საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა. დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1978 წლიდან.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს მიწათმოქმედება და თევზჭერა. სოფლის მეურნეობის განვითარებას აძნელებს ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება.
მთავარი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი - ფუნაფუტი.
თავდაცვის საკითხებს განაგებს დიდი ბრიტანეთი.