გურზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:59, 15 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გურზი - დასარტყმელი იარაღი. ხის ან ლითონის ტარზე დამაგრებული ლითონისავე თავით, გურზის თავი შესაძლოა იყოს მრგვალი, ეკლებრივი ან ფრთიანი, არსებობს აგრეთვე ძროხისთავიანი გურზებიც, რომელსაც სულხან-საბა უბრალოდ „ძროხისთავიანს“ უწოდებს.
გურზი ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე მეომრის შეიარაღების ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტს წარმოადგენდა. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ფრთიანი გურზები, რომელნიც უკანასკნელ დრომდე შემორჩა ეთნოგრაფიულ ყოფაში.
ლიტერატურა
სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991. მ. ქ.