აქტიური თავდაცვა - ისტორიულ ლიტერატურაში ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ერთ-ერთი მებრძოლი მხარის თავდაცვით ქმედებებს. აქტიური თავდაცვა მიმართულია არა მარტო ტერიტორიის შენარჩუნებისკენ, არამედ ძირითადად მოწინააღმდეგის მსხვილი ძალების დასუსტებისა და გამოფიტვისკენ.