დასნებოვნებული ზონების გადალახვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:21, 13 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დასნებოვნებული ზონების გადალახვა - დასნებოვნებულ ზონებში (მონაკვეთებში) ჯარების (ძალების) ორგანიზებული გადაადგილება, რაც უზრუნველყოფს ბრძოლისუნარიანობის მაქსიმალურად შენარჩუნებასა და საბრძოლო ამოცანების შესრულებას. ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ასეთი ზონების გვერდის ავლა ან მათზე ჯარების გადასროლა ჰაერით.
რადიოაქტიური დასნებოვნებული ზონების გადალახვა ხორციელდება შეუჩერებლივ ან გამოსხივების დოზის მაღალი სიმძლავრის დაცემის შემდეგ. ქიმიური და ბიოლოგიური დასნებოვნების ზონებს გვერდს უვლიან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, გადალახავენ შეუჩერებლივ დაცვის საშუალებების გამოყენებით ან ადგილმდებარეობის დეგაზაციის, დეზინფექციის, ან ბუნებრივი გაუსნებოვნების შემდეგ.