მონასპა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მონასპა - სამეფო გვარდია ფეოდალურ საქართველოში (ღულამთა რაზმების ანალოგი იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში).
დააარსა დავით აღმაშენებელმა და მის დროს ითვლიდა 5 ათ. მეომარს. შედგებოდა ტყვე ან ნაყიდი და გაქრისტიანებული უცხოელებისაგან.
მონასპა მეფის მცველი კორპუსი იყო, მაგრამ დავითი თავისი „მონებით“ ზოგჯერ სპეციალურ ოპერაციებსაც ატარებდა თურქების წინააღმდეგ. XII საუკუნეში, როგორც ჩანს, სამეფო „მონათა“ ნაწილი ყმა-მამულით იქნა შეწყალებული და ქართველ ფეოდალთა რიგებს შეერია. 1184 წლის შემდეგ მონასპა აღარ იხსენიება.