მიკრონეზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:11, 30 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიკრონეზია - (Micronesia – მიკრონეზიის ფედერაციული შტატები), სახელმწიფო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულების ჯგუფზე (პონაპე, ტრუკი, კოსრაზი).
ხმელეთის ზედაპირის ფართობი 702 კმ2.
მოსახლეობა 111 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. პალიკირი (პონაპეს კუნძული).
ადმინისტრაციულად იყოფა 4 შტატად. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი კონგრესი.
დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1986 წელს აშშ-თან თავისუფალი ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად. ეკონომიკა შედგება ნატურალური სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის დარგებისაგან.
საზღვაო პორტებია: კოლონია (იაპი), კოლონია (პონაპე), ლელე, მოენი. 6 აეროპორტი.
თავდაცვის საკითხებში მთლიანად დამოკიდებულია აშშ-ზე.