აეროფოტოსურათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:12, 25 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირველი აეროფოტოსურათი 1858, ნადარი

აეროფოტოსურათი - ადგილმდებარეობის ან ობიექტის ფოტოგრაფიული (ნეგატიური ან პოზიტიური) გამოსახულება, რომელიც მიღებულია საფრენი აპარატიდან აეროფოტოგადაღების საშუალებით.

მისი უმთავრესი ტაქტიკური მახასიათებელია მასშტაბი, ანუ გადაღებული ობიექტების მათ რეალურ ზომებთან შედარებით შემცირების ხარისხი.

აეროფოტოსურათი საფრენ აპარატზე დამონტაჟებული სხვა ხელსაწყოებისგან შეიძლება შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას, რომელიც ფიქსირდება კადრშორის მონაკვეთებზე ან კადრის კუთხეში ექსპოზიციის მომენტში (დრო, ფრენის სიმაღლე, სიჩქარე, სივრცობრივი მდებარეობა და ა.შ.).



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები