სასანიანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასანიანები – სამეფო დინასტია III–VII საუკუნეების ირანში. თავდაპირველად განაგებდნენ სპარსელებით დასახლებულ პროვინციას ფარსას სამხრეთით ირანში და პართიის სამეფოს ვასალები იყვნენ. 224 წელს სასანიანებიმა დაამხეს პართიის სამეფო დინასტია და ხელთ იგდეს მისი სამფლობელოები. 226 წელს მიიღეს ირანის და არა-ირანის მეფეთმეფის (შაჰინშაჰის) ტიტული.

სასანიანთა სახელმწიფო (სასანური ირანი) მოიცავდა ტერიტორიებს კავკასიიდან ინდოეთამდე და ევფრატიდან ამუდარიამდე. იგი წარმოადგენდა რომისა და ბიზანტიის იმპერიების სერიოზულ მეტოქეს აღმოსავლეთში (ირან-ბიზანტიის ომები VI-VII საუკუნეებში). სასანიანები ეომებოდნენ აგრეთვე ცენტრალური (შუა) აზიის მომთაბარე ტომებს და კავკასიის ხალხებს.

ხანგრძლივმა ომებმა შეამცირეს სახელმწიფო რესურსები, გადასახადების ზრდამ კი ირანში სოციალური ფონი დაამძიმა. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს არაბებმა და 651 წელს სასანიანთა სახელმწიფოს ბოლო მიუღეს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები