მართვის კონტროლი ბრძოლის დროს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მართვის კონტროლი ბრძოლის დროს – ოპერაციის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამხედრო დეზინფორმაციის, ფსიქოლოგიური ოპერაციების, ომის ელექტრონული საშუალებებისა და ფიზიკური განადგურების საშუალებების ერთობლივი გამოყენება (ინტეგრირება) სამხედრო დაზვერვასთან ურთიერთმხარდაჭერით.
ამ მოქმედებების მიზანია: მოწინააღმდეგეს არ მიეცეს ინფორმაციის მოპოვების საშუალება, განახორციელონ ზემოქმედება მოწინააღმდეგის საბრძოლო ქვედანაყოფების მართვისა და კონტროლის პროცესებზე, რათა დაასუსტონ ან გაანადგურონ მართვისა და კონტროლის საშუალებები და იმავდროულად საკუთარი ქვედანაყოფები დაიცვან მსგავსი ზემოქმედებისაგან.