მარგველაშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარგველაშვილი გიორგი თეიმურაზის ძე – (დ. 1969), საქართველოს პრეზიდენტი, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი 2013 წლის 27 ოქტომბერიდან.
დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1987-92), ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (1993-94), ფილოსოფიიის მეცნიერებათა დოქტორი (1998).
მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სასწავლო დაწესებულებებში (1992-2010).
2011 წლიდან აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა განათლების მინისტრად. 2013 წლის 11 მაისს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.