ომის პერიოდიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:59, 17 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ომის პერიოდიზაცია - ომის დაყოფა ერთმანეთისგან თვისებრივად განსხვავებულ დროის მონაკვეთებად (პერიოდებად). ყოველ მათგანს ახასიათებს თავისი შინაარსი, საომარი მოქმედებების წარმოების ფორმები და დროის ჩარჩოები, რომლებიც განისაზღვრება გარდამტეხი მომენტებით - ომის დროს მისი მიზნების და ხასიათის კვალობაზე. ომის კვლევისას მათ ყოფენ პერიოდებად, კამპანიებად, ეტაპებად, ცალკეულ ლაშქრობებად. მაგალითად, პირველ მსოფლიო ომს აქვს 2 პერიოდიზაცია: 3 პერიოდი (მანევრული, პოზიციური და დამამთავრებელი); 5 კამპანია ომის თითოეული წლის მიხედვით.