ლიუნეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიუნეტი – ზურგიდან ღია საველე ან გრძელვადიანი თავდაცვითი ნაგებობა, რომელსაც XVII-XX საუკუნეების დასაწყისში თავდაცვითი პოზიციების მნიშვნელოვან მონაკვეთებზე აგებდნენ. ზურგის მხარე დაფარული იყო სპეციალურად გამოყოფილი რეზერვის მიერ. შედგებოდა ფრონტალური და გვერდითი მიწაყრილებისგან. ლიუნეტის გარნიზონი 1-4 ასეულისგან შედგებოდა.