საომარი მოქმედებების შეწყვეტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:43, 23 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საომარი მოქმედებების შეწყვეტა – საერთაშორისო სამართალში გულისხმობს მეომარი მხარეების მიერ საბრძოლო ოპერაციების დასრულებას მთელ ფრონტზე ან მის ნაწილში. თან სდევს ცეცხლის შეწყვეტა, მხარეები შეიძლება დარჩნენ ომის მდგომარეობაში.
საომარი მოქმედებების შეწყვეტის ძირითად ფორმებს წარმოადგენს საერთო ან კერძო დაზავება და კაპიტულაცია. საომარი მოქმედებების შეწყვეტის სპეციფიკური ფორმაა მეომარი მხარეების მიერ იმ გადაწყვეტილების შესრულება, რომელიც შესაძლებელია მიიღოს გაეროს უშიშროების საბჭომ შეიარაღებული ბრძოლის შეწყვეტის და კონფლიქტის დასარეგულირებლად მოლაპარაკების დაწყების შესახებ.