კლაუზევიცი კარლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:51, 18 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კლაუზევიცი კარლ - (Clausewitz) (1780 - 1831), გერმანელი სამხედრო თეორეტიკოსი და ისტორიკოსი. პრუსიელი გენერალი. მონაწილეობდა საფრანგეთთან ომებში (1806-07, 1812-15).
1818-30 წლებში იყო ბერლინის სამხედრო სასწავლებლის დირექტორი. მისი მთავარი ნაშრომია „ომის შესახებ“. ჩამოაყალიბა დებულება ომზე, როგორც პოლიტიკის გაგრძელებაზე. კლაუზევიცის სამხედრო-თეორიულმა მემკვიდრეობამ მთელი ეტაპი შექმნა XIX საუკუნის სამხედრო აზროვნების განვითარებაში.