რაკეტულ-ბირთვული იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაკეტულ-ბირთვული იარაღი – სარაკეტო იარაღი, რომელშიც დაზიანების საშუალებას ბირთვული საბრძოლო მასალები წარმოადგენს; აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, საფრანგეთის და ჩინეთის ბირთვული იარაღის მთავარი შემადგენელი ნაწილი. იყოფა სტრატეგიულ, ოპერატიულ-ტაქტიკურ და ტაქტიკურ, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბაზირების იარაღად.