კავკასიის გამაგრებული ხაზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:56, 13 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კავკასიის გამაგრებული ხაზები - რუსეთის არმიის მიერ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ XVIII–XIX საუკუნეებში შექმნილი თავდაცვითი გამაგრებების სისტემა, უპირატესად - ჩრდილო კავკასიაში, ხოლო ნაწილობრივ - ამიერკავკასიაში. შეიცავდა ციხესიმაგრეებს, ფორტებს (რედუტებს), კაზაკთა სტანიცებსა და საგუშაგოებს (პიკეტებს). შედგებოდა ყიზლარის, მოზდოკის, ლეკეთის, შავი ზღვისა და სხვა გამაგრებული ხაზებისაგან.