ანჰრო მაინიუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანჰრო მაინიუ(ძვ. ირან.) იგივე აჰრიმანი (არიმანი), „ავი სული“, მსოფლიო ბოროტების განსახიერება და დევთა დასის წინამძღოლი აჰურა მაზდას წინააღმდეგ საუკუნო ბრძოლაში.

იგი, როგორც ზერვანის ნაშიერი, შემოქმედია, მაგრამ მას მხოლოდ ბოროტებისა და სიმახინჯის ქმნა შეუძლია. თუ აჰურამაზდამ, კეთილმა შემოქმედმა, ცეცხლი შექმნა, ანჰრო მაინიუმ კვამლი დაურთო; თუ აჰურამაზდამ მტკნარი წყლები შექმნა, მან მწარე წყლები შექმნა; ვარდს ეკალი მიაბა; მან ჩაუდგა ადამიანთა დასაღუპავად გველს შხამი. მან შექმნა ავდარი, სნებები, სიბერე, სიკვდილი და სხვა. მისი შექმნილია და მან ასწავლა ადამიანებს ჯადოქრობა, ცოდვის ჩადენა, მტრობა და გაუტანლობა. მან დაღუპა პირველკაცი გაიომართი და მან გადაიბირა ბოროტებისკენ პირველი მეფე იიმა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები