ირან-ერაყის ომი 1980-88
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:53, 15 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ირან-ერაყის ომი 1980-88 - ომი ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკას შორის, გამოწვეული ნაციონალურ-რელიგიური წინააღმდეგობებითა და ბრძოლით სპარსეთის უბის აუზსა და ისლამურ სამყაროში ლიდერობისათვის. ოფიციალური საბაბი – ძველი ტერიტორიული პრეტენზიები სასაზღვრო რაიონებში. ბრძოლა მიმდინარეობდა ცვალებადი უპირატესობით და დასრულდა დაზავებით 1988 წლის 20 აგვისტოს.
ორივე მხარემ საერთო ჯამში 1,5 მლნ. ადამიანი დაკარგა;
მატერიალური ზარალი:
- ერაყის – 200 მილიარდ დოლარზე მეტი;
- ირანისა – 400 მილიარდი დოლარი.