ტაივანი
ტაივანი - (Taiwan - ჩინეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე იმავე დასახელების კუნძულზე.
ფართობი - 36 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 23 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ჩინური.
დედაქალაქი - ქ. ტაიბეი.
ტაივანის მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო უფლებამოსილება აქვს ეროვნულ კრებას და საკანონმდებლო იუანს (ორგანო), აღმასრულებელი – იუანის მთავრობას.
ჩინეთის რესპუბლიკა ტაივანს თვლის თავის ერთ-ერთ პროვინციად და გამოცხადებული აქვს მასთან გაერთიანების კურსი შემდეგი პრინციპის საფუძველზე – „ერთი სახელმწიფო – ორი სისტემა“.
ტაივან წარმოადგენს აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოს დინამიკურად მზარდი ეკონომიკით,ამ რეგიონის უმსხვილეს ინვესტორს. მთავარი საზღვაო პორტებია: გაოსიუნი, სუაო, ცზილუნი, ხუალიანი. საერთაშორისო აეროპორტი - ტაიბეი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 290 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 200 ათ., სამხედრო-საჰაერო 50 ათ. და სამხედრო-საზღვაო 40 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.