ქართული პარტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული პარტია - 1895 წელს თედო სახოკიას მიერ შექმნილი არალეგალურად მოქმედი ორგანიზაცია აფხაზეთში. რომლის წევრებიც უმთავრესად სასულიერო პირები იყვნენ. „ქართული პარტიის“ მიზანს აფხაზეთში რუსეთის კოლონიურ პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

ქართული პარტიის მიზნები:

ქართული პარტიის მოღვაწეობის მთავარი მიზნები საარქივო დოკუმენტების მიხედვით ასე განისაზღვრა:

1. ქართული ენის დაკანონება, როგორც აფხაზეთში ეკლესიაში, ისე საეკლესიო-სამრევლო და საერო სკოლებში. /1898 წლის 3 სექტემბერს რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის ბრძანებით აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურება რუსულ ენაზე უნდა წარმოებულიყო/.

2. ქართული ენის, ქართული კულტურის მეშვეობით ქართული ეროვნული ცნობიერების გაღვიძება-განმტკიცება. /1998 წლის 17 მარტის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტონის ბრძანებით აფხაზეთსა და სამურზაყანოს სკოლებში აიკრძალა ქართული ენის სწავლება./

თედო სახოკიას „ქართული პარტიის საპროგრამო მოთხოვნა იყო აფხაზების აღზრდა ქართულ სკოლებში, აფხაზთა მრევლისთვის ღვთისმსახურების აღსრულება ქართულ ენაზე.

„ქართული პარტიის“ წევრები:

წყარო:

სილაგაძე, აპოლონ საქართველოს განუყოფლობისათვის ბრძოლის ისტორიიდან / [რედ.: ვალერიან მაჭარაძე]. - თბ.: სამშობლო, 1996. - 20 სმ. - პარალ. თავფ. რუს. ენ. ნაკვ. 2: თედო სახოკიას ქართული პარტია აფხაზეთში (1895-1904): ნარკვევი. დოკუმენტები. - 1999. - 168 გვ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები