ჰაუბიცა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:59, 9 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაუბიცა - (გერმანული haubitze, მისი პირველადი დანიშნულება - ქვის სატყორცნი ქვემეხი), საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა.

ჰაუბიცა შედის საბრძოლო არტილერიის ჯგუფში, მისი კალიბრი 100 მმ და მეტია, აქვს შედარებით მოკლე ლულა (15_30 კალიბრი), ცვალებადი ჭურვები, სროლის საკმაოდ მაღალი სიჩქარე _ 0,5_1-დან 6 გასროლამდე წუთში (კალიბრიდან გამომდინარე), სროლის მანძილი 17 კმ. თანამედროვე ჰ. არის თვითმავალი, ხოლო მოძველებულ მოდელს აქვს მექანიკური ბუქსირი. თანამედროვე ჰ-ის ლულის სიგრძე არის 50 და უფრო მეტი კალიბრის, სროლის სიჩქარე 10_12 გასროლა/წთ-ში, სროლის მანძილი 50 და მეტი კმ. ევროპაში პირველი ჰ. გამოჩნდა XIV საუკუნეში (იტალია, გერმანია) და მისი დანიშნულება იყო ქვის ბირთვის სროლა. ჰ. დღემდე თანამედრო არმიის, საარტილერიო იარაღის ძირითადი ტიპია. მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰ., მოსკოვის “მეფე-ზარბაზანი”, შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში. ამ იარაღის სიგრძე 5,34 მ, ლულის გარე დიამეტრი _ 1 200 მმ, სანიმუშო საპირე სარტყლის დიამეტრი _ 1 340 მმ/კალიბრი _ 900 მმ, მასა _ 39 312 კგ. ასევე არსებობს ამ იარაღის ასლი უკრაინის ქალაქ დონეცკში. ჰ-მ ფართო გამოყენება პოვა I და II მსოფლიო ომებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები