თვითმავალი არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:36, 4 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თვითმავალი არტილერია - არტილერიის სახეობა, რომელიც შეიარაღებულია სანახევროდ ან მთლიანად დაჯავშნული საარტილერიო დანადგარებით.
ტანკის წონის მქონე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი შეიარაღებულია მძლავრი ზარბაზნებით, ჰაუბიცებით, ნაღმსატყორცნებით და რეაქტიული იარაღით.
თვითმავალი არტილერია გამოირჩევა დიდი ძვრადობით და გამავლობით. განკუთვნილია მოწინააღმდეგის ტანკებთან და ტანკსაწინააღმდეგო არტილერიასთან საბრძოლველად და თან ახლავს ქვეით (სატანკო) ქვეგანაყოფებს (ნაწილებს).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017