ბალისტიკური რაკეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:20, 23 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალისტიკური რაკეტა – რაკეტა, რომლის ფრენა, აქტიური მონაკვეთის გარდა, ხორციელდება ბალისტიკური ტრაექტორიით (თავისუფლად ნასროლი სხეულის ტრაექტორიით). ფრთოსანი რაკეტისაგან განსხვავებით, ბალისტიკური რაკეტას არ აქვს სპეციალური აეროდინამიკური ზედაპირები ატმოსფეროში ფრენისას ამწევი ძალის შესაქმნელად. იყოფა მართულ და უმართავ, ერთ და მრავალსაფეხურიან რაკეტებად. გამოიყენება საბრძოლო, რაკეტამატარებლების, საკვლევი რაკეტების სახით და სხვა. საბრძოლო ბალისტიკური რაკეტები შედის სახმელეთო სარაკეტო კომპლექსებისა და წყალქვეშა ნავების სახომალდე-სარაკეტო კომპლექსების შემადგენლობაში.

ბალისტიკური რაკეტას, რომლის ფრენის სიშორე აღემატება 6500 კმ-ს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ეწოდება. პირველ საბრძოლო ბალისტიკური რაკეტად ითვლება გერმანული ფაუ-2.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები