კრაზანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:32, 10 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრაზანა


კრაზანა - (Hypericum perforatum L.); ოჯახი: კრაზანისებრნი (Hyperidaceae). 20-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი. ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი ან მარტივი. ფოთლები მჯდომარეა, ოვალური, კიდეებზე გადაკეცილი. ფოთოლი მოფენილია ჯირკვლებით. ყვავილედი საგველაა ან ფარისებური საგველა. გვირგვინი ყვითელია. გვირგვინის ფურცლები არათანაბარგვერდებიანია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე – მდელოებზე, ბუჩქნარებში, ნათესებში, ველებზე, ტყეებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები