იდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:09, 17 აგვისტო 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იდები – რომაელები თვის შუა რიცხვებს იუპიტერს უძღვნიდნენ და მას იდებს უწოდებდნენ. ეს იყო მარტის, მაისის, ივლისისა და ოქტომბრის 15, ხოლო დანარჩენი თვეების – 13 რიცხვი. ამ დღეს იუპიტერს მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარს. მარტის იდებში მოკლეს იულიუს კეისარი.