სანერბილო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:28, 9 აგვისტო 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სანერბილო - (ხევს.), მიცვალებულთა სულებისთვის განკუთვნილი სარიტუალო დოღის დროს გამომცხვარი ხავიწისგულიანი მრგვალი პური, რომელიც მხედარს ეძლეოდა. სანერბილოს მხედარი ორ ნაწილად გაჭრიდა, ნახევარს ცხენის მომრთველ ქალს მისცემდა, ნახევარს თვითონ დაიტოვებდა.
ლიტერატურა
დ. გიორგაძე, ერთი ტრადიციული ჩვეულება აღმ. საქართველოს მთიანეთში, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ. II, 2003.