მერკურიუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:52, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მერკურიუსი – (რომ.) ვაჭრობის, მოგებისა და გამდიდრების რომაული ღვთაება. მისი კულტი ადრევე შეერთო ბერძენთა ღმერთის, ჰერმესის, კულტს და ამიტომაც ითვლებოდა მაიას ძედ.
რომში მაისის იდებში (შუა რიცხვებში) მაიასა და მერკურიუსს მსხვერპლს სწირავდნენ. მერკურიუსი, ჰერმესის მსგავსად, ითვლებოდა მოგზაურთა, ხელოსანთა და ხელოვანთა მფარველად, გარდაცვლილთა სულების გამცილებლად, ღმერთების შიკრიკად, ასტროლოგიისა და მაგიის საიდუმლოებათა
მცოდნედ.
მერკურიუსს, ჩვეულებრივ, გამოსახავდნენ ქისით ან კერიკეონით ხელში და ხშირად აიგივებდნენ ფორტუნასთან. მისი ეპითეტი იყო „ბედნიერი“.