სფინქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სფინქსი.
(ძვ.წ. 560 წ.), დელფო, არქეოლოგიური მუზეუმი.

სფინქსი(ბერძნ.) ფრთოსანი ურჩხული. ტიფონისა და ექიდნას (სხვა ვერსიით, ორთროსისა და ქიმერას) ასული.

შემზარავი სანახავი იყო სფინქსი. მას ჰქონდა ქალის თავი და მკერდი, ლომის ტანი და კლანჭები, არწივის (ან ქორის) ფრთები, ხოლო კუდად გველის თავით დაბოლოებული გველი ება. იგი ბერძნული თებეს მახლობელ კლდეზე ბუდობდა. ამბობენ, ეს ურჩხული ჰერამ მიუგზავნაო თებეს ლაიოსის მიერ ქრისიპოსის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო. სფინქსი ყველა მგზავრს შთანთქავდა, ვინც კი ვერ გამოიცნობდა მის გამოცანას: „ვინ დადის დილით ოთხ ფეხზე, დღისით ორ ფეხზე, საღამოთი კი სამფეხზე?“ მას შემდეგ, რაც ოიდიპოსმა გამოიცნო ეს გამოცანა, სასოწარკვეთილი სფინქსი კლდეში გადაიჩეხა (სხვა ვერსიით, სფინქსი ოიდიპოსმა მოკლა).

სფინქსის სახე მრავალი ხალხის მითოსში გვხვდება. ბერძნული სფინქსის მსგავსი გამოსახულებანი საქართველოშიც აღმოაჩინეს არქეოლოგებმა (ერთი მათგანი ანტიკური ხანით თარიღდება, მეორე – უფრო გვიანით). საბერძნეთში კი სფინქსის მითოპოეტური სახე ეგვიპტიდან უნდა იყოს ნასესხები, თუმცა გარკვეული სხვაობით: ეგვიპტურ სფინქსს ფრთები არა აქვს და არც კუდი უბოლოვდება გველის თავით. არსებობს ეგვიპტური ცხვრისთავიანი სფინქსებიც.

თანამედროვე მეტყველებაში სფინქსს შეუცნობელ ადამიანზე იტყვიან და აი, რატომ: სფინქსის გამოსახულებებს არქაული ღიმილი დასთამაშებთ სახეზე, რაც მათი ხასიათის იდუმალებაზე მიგვანიშნებს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები