ვაშითა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:15, 29 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვაშითა – (ხეთ.) მთის ქალღვთაება, რომელიც ადამიანისგან ფეხმძიმე შეიქნა. ვაშითა შეეცადა ტანი დაეფარა, მაგრამ ქუმარბიმ იცოდა, რაც სჭირდა და თვეების დათვლა დაიწყო. მეათე თვე რომ დადგა, მთამ იმშობიარა. ყველა მთა ვაშითას გარშემო შემოიკრიბა. გაოცებულები ეკითხებოდნენ, ეს როგორ მოხდაო. ვაშითამ მიუგო: მეც ვიცი, რომ არ უნდა დავორსულებულიყავი, მაგრამ მოვიდა უცხო კაცი, ჩემი სარეცელი გაიზიარა და დამაორსულაო.