ქუმარბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქუმარბი(ხეთ.-ხურ.) დიდი ღმერთი, რომელიც ეტოქება ჭექა-ქუხილის ღმერთს თეშუბს, ვის დასამარცხებლადაც შექმნა ქვის ურჩხული ულიქუმი. მისი მუდმივი ეპითეტია „ღმერთების მამა“. ქუმარბის წარმოშობა ასეთია (როგორ გახდა იგი მთავარი ღმერთი): „უწინ, წინანდელ წლებში, ალალუ მეფობდა ცაზე, იჯდა ტახტზე და ანუ, ღმერთთა შორის უპირველესი, ემსახურებოდა მას – ქედმოხრილი სასმელით სავსე თასს აწვდიდა ხელში. ცხრა წელიწადს მეფობდა ალალუ ცაზე და მეცხრე წელს ანუ შეებრძოლა მას და დაამარცხა; ალალუ გაექცა მას და ქვემოთკენ, ბნელ მიწას მიაშურა, ტახტზე კი ანუ ავიდა და გახდა იგი ცის მეფე. ახლა ანუ ზის ტახტზე და მისი ნაშიერი ქუმარბი ემსახურება მას: ქედმოხრილი სასმელით სავსე თასს აწვდის ხელში. ცხრა წლის შემდეგ ქუმარბი აუჯანყდა თავის მეფეს და შეებრძოლა, და ძლია მას. ანუ გაექცა მას და ცაზე ავიდა (ანუ აქადურად ცას ნიშნავს). გაეკიდა ანუს ქუმარბი, მოეჭიდა ფეხზე და ციდან ჩამოათრია. ანუმ წელზე უკბინა და მის წიაღში თავისი მამრული ძალა ჩაუღვარა. ანუ მიუბრუნდა და უთხრა: შენ ჩაყლაპე ჩემი მამრული ძალა. შენ შობ ჭექა-ქუხილის ღმერთს, შენ შობ მდინარე არანცახს, დაუძლეველს, შენ შობ ღმერთს თაშმიშუს... ეს თქვა ანუმ და ცაზე ავიდა.

ამრიგად, ქუმარბი თავად შობს თავის მეტოქეს; თეშუბი, რომელიც მისი წიაღიდან გამოვა, ისევე წაართმევს მას ტახტს, როგორც ალალუსა და ანუს წაართვეს მისმა ნაშიერებმა. ქუმარბი ქმნის ულიქუმის, ქვის ურჩხულს, რომელმაც უნდა მოკლას თეშუბი და, ამრიგად, მოაშოროს მას მეტოქე.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები