გორგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორგო. ლარნაკის ფერწერა (ძვ.წ. 595-585 წ.წ.) პარიზი, ლუვრი

გორგო(ბერძნ.) ქალი – ურჩხული.

ჰომეროსთან ერთი გორგოა დასახელებული. ჰესიოდე წარმოგვიდგენს სამს: სთენოს, ევრიალესა და მედუზას. ისინი ფორკისის ასულები და გრაიების დები იყვნენ, ცხოვრობდნენ უკიდურეს დასავლეთში. დები გორგოებიდან მხოლოდ მედუზა იყო მოკვდავი. იგი პერსევსმა მოკლა.

მედუზას თავი. კარავაჯო, დაახ. (1600 წ.), ფლორენცია

გორგოები ამაზრზენი შესახედაობისა იყვნენ. თავზე თმის ნაცვლად გველები ესხათ, ავად დაღრჭენილ კბილებს შორის გრძელი ენები გამოსჩროდათ, ხოლო სხეულზე სპილენძის ვეება ხელები ებათ, რომლებიც ალესილი ჭანგებით უბოლოვდებოდათ. მათი მხილველი ყველა მოკვდავი ქვად იქცეოდა.








წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები