არიადნეს გორგალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არიადნეს გორგალი – როდესაც კრეტას მინოტავროსის მოსაკლავად ეწვია თესევსი, მშვენიერ არიადნეს უმალ შეუყვარდა იგი. მან თესევსს მინოტავროსის დამარცხებაში შემწეობა აღუთქვა იმ პირობით, თუკი გმირი ცოლად მოიყვანდა და თან გაიყოლებდა ათენში. სიხარულით მიიღო ეს წინადადება თესევსმა, თანაც შეჰფიცა, რომ აუცილებლად იქორწინებდა მასზე.

ნახევრად ხარი მინოტავროსი ბინადრობდა დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთში. არავის შეეძლო ამ ნაგებობიდან თავის დაღწევა. დედალოსმა, როდესაც კრეტას ტოვებდა, არიადნეს ჯადოსნური ძაფის გორგალი ჩააბარა და მისი ხმარების წესი ასწავლა. სწორედ ეს გორგალი მისცა ქალწულმა თესევსს, ბასრი მახვილითაც აღჭურვა და თან დაარიგა: ძაფის თავისუფალი ბოლო ლაბირინთის კარის წირთხლისთვის გამოება. გორგალი თავისით გაგორდებოდა და უსასრულო დერეფნების გავლით მიაღწევდა მინოტავროსის სამყოფელამდე. უკანა გზაზე გმირს დაშლილი ძაფი ისევ უნდა დაეგორგლა.


ეს გამოთქმა დამკვიდრდა თანამედროვე სალაპარაკო ენაში და აღნიშნავს მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი გზის პოვნას.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები