აზა-ბალასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:04, 26 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აზა-ბალას-ი (ოს. Аза-бæлас – „აზა-ხე“) – ნართული ეპოსის მიხედვით, სამკურნალო თვისებების მქონე ჯადოსნური ხე, რომელიც საიქიოში ხარობს. მზის ასულზე — აცირუხსზე რომ იქორწინოს სოსლანმა ქალიშვილის აღმზრდელ დევებს ურვადის სახით სწორედ ეს მცენარე უნდა მიართვას. საამისოდ ნართმა საიქიოში იმოგზაურა და თავისი გარდაცვლილი ცოლის, ბედოხას, მეშვეობით იქაური მბრძანებლისაგან ბარასთირისაგან აზახე მიიღო.
ლიტერატურა
- ნართები. ოსური ხალხური ეპოსი. თარგმნა მ. ცხოვრებოვამ. ცხინვალი, 1977;
- Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. Владикавказ, 2003.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017